შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებამდაცველ მ.ბ.-ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზ...
28-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებამდაცველ მ.ბ.-ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ორ პირი პასუხისგებაში მისცა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უფლებადამცველ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 2 პირი - 1985 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1988 წელს დაბადებულ ს.ბ. პასუხისგებაში მისცეს. ზ.ბ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლით, ხოლო ს.ბ.-ს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 მაისს ბათუმში ნათესავს - მ. ბ.-ს., წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზ.ბ.-მ მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულებს სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ.