შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შსს-ს მაშველებმა გერმანელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს (EN)
02-09-2017

შსს-ს მაშველებმა გერმანელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს (EN)

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ სტეფანწმინდაში, სოფელ არშაში, თოთის მთაზე გერმანელმა ტურისტმა ფეხი დაიზიანა, გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლები. მაშველებმა ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.