შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
01-09-2017

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ამ დროისთვის ხანძარის ღია კერა აღარ ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.