შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბი...
07-02-2021

პოლიციამ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო

წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია "ვინჩესტერის" ტიპის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან - ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.