შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სამართალდამცველებმა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
16-02-2014

სამართალდამცველებმა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომლებთან ერთად, 1988 წელს დაბადებული ილია ლ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით ამხილეს.

ილია ლ-მ ბორჯომის რაიონში, ბორჯომი-თორის სატყეო უბანში უკანონოდ მოჭრა 9,33 კუბ.მ წიწვოვანი ხე. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანაზე დასატვირთად გამზადებული, პირველადი გადამუშავების ხე-მასალა – სხვადასხვა დიამეტრის 7 მორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 1026 ლარს შეადგენს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით).