შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე
07-03-2015

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე

მიმდინარე წლის 4–6 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერთობლივ წარმომადგენლებსა და შვედეთის სამეფოს, დანიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მექანიზმების შემუშავებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.