შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
24-02-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორთვინ ჰენიგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.