შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
09-04-2014

შინაგან საქმეთა მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. მინისტრმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.