შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო
23-02-2014

შინაგან საქმეთა მინისტრმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო. პარაკლისის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა საფლავი გვირგვინით შეამკეს.