შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა სენატორი მაკკეინის გარდაცვალების გამო ამერიკელ ხალხს ...
29-08-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა სენატორი მაკკეინის გარდაცვალების გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეწვია და ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო სენატორის ოჯახს, მის ახლობლებს და ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.