შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
07-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული მ.ხ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ხ.-მ მეუღლეს - 1992 წელს დაბადებულ ლ.ო.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.