შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტროსიგარეტების მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნა - ...
03-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტროსიგარეტების მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი. ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს "ალიენს ვაპერის" კუთვნილი ელექტროსიგარეტების მაღაზია გაქურდა, საიდანაც ნოუთბუქი და 12 ცალი ელექტროსიგარეტი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ს. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.