შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს 100-მა თანამშრომელმა საერთაშორისო მარათონში -”მსოფლი...
06-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს 100-მა თანამშრომელმა საერთაშორისო მარათონში -”მსოფლიო რბენაში” მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 100-მა თანამშრომელმა კახეთში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში - „Wings for life world Run“ მიიღო მონაწილეობა.
სამინისტრო მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორედ მის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად აღნიშნულ ღონისძიებაში უწყების თანამშრომელთა მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მარათონში საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო რიცხვის - „100“-ის გამოსახულებიანი მაისურებით მონაწილეობდნენ.
მასშტაბური გარბენი კახეთში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა. საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა. საერთაშორისო მარათონი მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას.
ყოველწლიურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, საქართველოში მის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ.