შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა
17-04-2014

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელებს ხუან ბაგრატიონსა და ბენჟამინ ვან ოუდენჰოვეს შეხვდნენ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა კომპანია „Athena Security Implementations“-ის აღმასრულებელი დირექტორი ომერ ლავივი.

შეხვედრაზე საქართველოში უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გოჩა რატიანმა ბელგიელ ბიზნესმენებთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.