შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დაღუპუ...
31-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეპარტამენტის დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

რამდენიმე დღის წინ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ფრენბურთის გუნდმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობისთვის გამართულ ჩემპიონატში I ადგილი დაიკავა. გუნდს ფულადი ჯილდო, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯილდოდ მიღებული ფულით დაღუპული თანამშრომლების ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრები შეიძინეს.