შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას შეხვდ...
17-07-2017

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის კრიზისის მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი, გაბორ იკლოდი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა. შალვა ხუციშვილმა დელეგაციის წევრებს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოეწერა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაში.