შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ 6 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო
13-09-2015

შსს-მ 6 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გამლეტ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 36,244 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ეზოდან 6 კილოზე მეტი კანაფი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამლეტ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).