შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ მცხეთა-მთიანეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
23-09-2017

შსს-მ მცხეთა-მთიანეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული გ.უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა, მცხეთის რაიონის სოფელ ნაოზის საავტომობილო გზაზე, მხილებული პირის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანიდან, უკანონოდ მოპოვებული, დაახლოებით, 5 მ2 ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).