შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო
22-04-2014

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თამაზ ბ. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ,,მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, ასევე, ფიქსატორიანი გასაშლელი დანა ამოიღეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 238-ე პრიმა მუხლით).