შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღე...
31-08-2014

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შს სამინისტრო წელიწადზე მეტია თანამშრომლობს იაშვილის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აქციის „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

აღნიშნულ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.