შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ჯაზფესტივალზე უსაფრთხოება ეფექტიანა...
02-08-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ჯაზფესტივალზე უსაფრთხოება ეფექტიანად უზრუნველყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტებთან კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შედეგად, „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა წარმატებით უზრუნველყო.
ფესტივალის მსვლელობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები, წინასწარ გაწერილი გეგმის საფუძველზე, ღონისძიების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას, ასევე, ღონისძიების დამსწრე საზოგადოების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იქნა გატარებული.