შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ლატვიის ელჩი ესტუმრა
06-02-2014

შსს-ს ლატვიის ელჩი ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი საქართველოში ლატვიის ელჩს, ქალბატონ ელიტა გაველეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, მიმდინარე საკითხები და საქართველოსა და ლატვიას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.