შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
15-10-2015

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბულგარეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ - დავით მიზანდარმა ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს - რუმიანა ბაჩვაროვას და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს.

სტუმრებმა სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, ასევე დაესწრნენ მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებსა და სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცესს. ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ქართული მხარისგან საჩუქრად სახელობითი, სიმბოლური სანომრე ნიშანი მიიღო.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი „MIA FORCE“-ის სპორტსმენს - დავით ქაჯაიას შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონობა მიულოცეს.