შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის ...
02-01-2015

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ, სამხარეო მთავარი სამმართველოს და რაიონული სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს სისტემატურად ეხმარებიან. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თავშესაფრის 170-მდე ბენეფიციარს ტკბილეული, სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.