შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამ...
01-05-2025

ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.